მეორე დღეს უშუალოდ ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით მუშაობის პროცესში ინტელის აუცილებლობას.მეორე ეტაპზე გავეცანით პროექტისთვის აუცილებელი ბუკლეტებისა და გაზეთების ნიმუშებს,რაც ძალიან დამეხმარება ჩემი პროექტის განხორციელებაში.გადავხედეთ შესაბამის ჩეკლისტებსაც,რაც ასევე აუცილებელია ამ კონკრეტული აქტივობის სწორად და ეფექტურად წარმართვისთვის.ყველაზე მეტად მომეწონა აზრების გაზიარება და იდეების იერიში,რამაც ჩემს იდეებზე სასარგებლოდ იმოქმედა.
მივიღეთ საშინაო დავალებაც - პროექტის მიზნების განსაზღვრა და ჩამოყალიბება.
განვიხილეთ კითხვის სახეობები.
დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის!
Комментариев нет:
Отправить комментарий