მესამე მოდულის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის საკითხებს, გამოყენებული ლიტერატურის ატვირთვის წესებს.ვიმუშავეთ drive-ში და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაციის ნიმუშები,თან შევაფასეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.
განვიხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშები და დავალებად მივიღეთ მსგავსი ნიმუშის შექმნა.
დიდი მადლობა,ქალბატონო მარინა!
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის საკითხებს, გამოყენებული ლიტერატურის ატვირთვის წესებს.ვიმუშავეთ drive-ში და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაციის ნიმუშები,თან შევაფასეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.
განვიხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშები და დავალებად მივიღეთ მსგავსი ნიმუშის შექმნა.
დიდი მადლობა,ქალბატონო მარინა!
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
- ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
- მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
- გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
- ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
- ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
- ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
- ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
შედით პირად ბლოგში და შექმენით ჩანაწერი სათაურით მეოთხე მოდულის რეფლექსია.
2. გადაიტანეთ შემდეგი მინიშნება თქვენს ბლოგში. განიხილეთ, რამდენად გაფართოვდა თქვენი ცოდნა კურსის ზოგად შეკითხვასთან დაკავშირებით:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
- მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
- სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
- ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
- მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
- ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
- ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
- კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
- პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
- პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
- ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
- ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან
Комментариев нет:
Отправить комментарий