среда, 8 мая 2019 г.

მე-7 დღის რეფლექსია

   
                                          მე-6 მოდულის რეფლექსია

         გამარჯობა!
     დღეს დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს გავეცანით. განვიხილეთ თითოეული მათგანი და შევასრულეთ დავალებები.
     საინტერესო იყო. ჩემთვის მისაღები ბევრი ინფორმაცია მივიღე.
     დიდი მადლობა,ქალბატონ მარინას, გაწეული შრომისთვის.

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.


Комментариев нет:

Отправить комментарий