მე-5 მოდულის რეფლექსია
ქრისტე აღდგა!
დღესაც საკმაოდ პროდუქტიული დღე გვქონდა. გავეცანით მეხუთე მოდულს, კერძოდ, შეფასების გეგმას. განვიხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი მოსწავლის სავარუდო პრეზენტაცია, გავაზიარეთ ერთმანეთშიც და გავეცანით კოლეგების ნამუშევრებსაც. რაც იყო ძალიან საინტერესო და თანამშრომლობითი.
გარდა ამისა, გეგმის შაბლონში შევიტანე დარჩენილი პუნქტები (წინარე ცოდნა, სასწავლო პროცედურები).
დიდი მადლობა, ქალბატონ მარინეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის.
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...
- მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
- შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
- მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
- რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
- გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
- ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
- შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
- შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
- შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
- მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
- აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
- თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
- შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий