воскресенье, 12 мая 2019 г.

მე-9 დღის რეფლექსია

     


        გამარჯობა!

    ინტელის სასწავლო პროექტის რვა მოდულიანი პროგრამა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
    აღმოვაჩინე, რომ 21 საუკუნეს თავისი უნარ-ჩვევები აქვს, რომელიც თუ არ განვითარდა ძალიან გაგვიჭირდება რეალობისთვის ფეხის აწყობა.
    ყოველი მოდულის განხილვისას ვხვდებოდი, რომ ბევრი რამ, რაც აუცილებელია სასწავლო პროცესისთვის, არ მცოდნია.
    ვისიამოვნე ყველა საფეხურით, პროექტის საბოლოო პროდუქტით და პრეზენტაციით.
    ვთვლი, რომ აქტუალური თემა ავირჩიე.
    საინტერესო იყო კოლეგების  მზა პროექტების პრეზენტაცია და განხილვა
    მადლობა, ქალბატონ მარინეს ამ შესაძლებლობისთვის!

суббота, 11 мая 2019 г.

მე-8 დღის რეფლექსია

                                             მე-7 მოდულის  რეფლექსია

    გამარჯობა!

დღეს ბუკლეტების შექმნის დღე გვქონდა. შევქმენით ერთგვარი სარეკლამო- საინფორმაციო ბუკლეტები. ასევე მოსწავლეების დასახმარებელი ფასილიტაციური რესურსიც.
საკმაოდ დამღლელი და საინტერესო დღე იყო ბოლოსწინა ტრენინგი.
მადლობა ტრენერს!

მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

среда, 8 мая 2019 г.

მე-7 დღის რეფლექსია

   
                                          მე-6 მოდულის რეფლექსია

         გამარჯობა!
     დღეს დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს გავეცანით. განვიხილეთ თითოეული მათგანი და შევასრულეთ დავალებები.
     საინტერესო იყო. ჩემთვის მისაღები ბევრი ინფორმაცია მივიღე.
     დიდი მადლობა,ქალბატონ მარინას, გაწეული შრომისთვის.

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.


суббота, 4 мая 2019 г.

მე-6 დღის რეფლექსია

                                         
                                    მე-5 მოდულის რეფლექსია
     ქრისტე აღდგა!

     დღესაც საკმაოდ პროდუქტიული დღე გვქონდა. გავეცანით მეხუთე მოდულს, კერძოდ, შეფასების გეგმას. განვიხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი მოსწავლის სავარუდო პრეზენტაცია, გავაზიარეთ ერთმანეთშიც და გავეცანით კოლეგების ნამუშევრებსაც. რაც იყო ძალიან საინტერესო და თანამშრომლობითი.
    გარდა ამისა, გეგმის შაბლონში შევიტანე დარჩენილი პუნქტები (წინარე ცოდნა, სასწავლო პროცედურები).
     დიდი მადლობა, ქალბატონ მარინეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის.


მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...

  • მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
    • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
    • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
    • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
    • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
    • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
    • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
    • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
    • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
    • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
    • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
    • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
    • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.

суббота, 20 апреля 2019 г.

მე-5 დღის რეფლექსია

                          მესამე მოდულის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის საკითხებს, გამოყენებული ლიტერატურის ატვირთვის წესებს.ვიმუშავეთ drive-ში და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაციის ნიმუშები,თან შევაფასეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.
განვიხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშები და დავალებად მივიღეთ მსგავსი ნიმუშის შექმნა.
დიდი მადლობა,ქალბატონო მარინა!

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

შედით პირად ბლოგში და შექმენით ჩანაწერი სათაურით მეოთხე მოდულის რეფლექსია.
2. გადაიტანეთ შემდეგი მინიშნება თქვენს ბლოგში. განიხილეთ, რამდენად გაფართოვდა თქვენი ცოდნა კურსის ზოგად შეკითხვასთან დაკავშირებით:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
  • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
  • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან

воскресенье, 14 апреля 2019 г.

მე-4 დღის რეფლექსია

   

                                               მე-2 მოდულის რეფლექსია  

 გამარჯობა!
    დღეს მეოთხედ შევხვდით ერთმანეთს და ყველაზე შრომატევადი ტრენინგიც გავიარეთ. გავეცანით მესამე მოდულის აქტივობებს.


მეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...

  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის





суббота, 6 апреля 2019 г.

               

       გამარჯობა.
  ხარებით გახარებას გისურვებთ ყველას.შეგეწიოთ ამ დღის მადლი!
      მესამე დღეა ტრენინგისა.
      მოვედი მიზნებითა და სამუშაო კითხვებით.
      ტრენერი,ქალბატონი მარინე,ზრუნავს,რომ პოზიტიური განწყობა შეგვიქმნას.
      კოლეგები ფუსფუსებენ.ყველა საკუთარ ემოციას კლავიატურაზე აზიარებს.
      წარმატებები ჩვენ!